понедельник, 4 июля 2016 г.

დღევანდელი ტრენინგი დაიწყო დავალების გამოკითხვით, წავიკითხეთ მიზნების შესაბამისი აქტივობები, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზერბები, შევიტანეთ შენიშვნები.მივხვდი რომ დაწვრილებითი აქტივობები უნდა შევიტანო ჩემს აქტივობებში და კიდევ ბევრი მუშაობა მესაჭიროება.
შემდეგ გავხსენით power point - ი და გავაკეთეთ პრეზენტაცია,ჩავდექით მოსწავლის როლში, თავდაპირველად ჩავწერეთ სათაური , შემდეგ კი შესაბამისი თანმიმდევრობით ჩამოვაყალიბეთ ძირითადი საკითხები და აქტივობები.
ჩავწერეთ კონკრეტული ფაქტები ჩვენი პროექტის გარშემო და მოვიფიქრეთ გამოკითხვის ჩასატარებელი კითხვები.
ჩავსვით დიაგრამა რაც ძალიან მომეწონა და საინტერესო იყო ჩემტვის სიახლის კუთხით.
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება დასაწერად - რჩევები და რეკომენდაციები, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურა.
ავტვირთეთ პრეზენტაცია დრაივში და რედაქტირების რეჟიმში გადავიყვანეთ, ესაც ახალი იყო ჩემთვის და მიხარია რომ ვისწავლე.
ბოლოს მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა და ჩავსვით სურათები პრეზენტაციაში,
უნდა ვნახოთ სახლში მესამე მოდულის აქტივობა- საავტორო უფლებების შესახებ...

Комментариев нет:

Отправить комментарий