среда, 13 июля 2016 г.

დავიწყეთ მეშვიდე მოდულის განხილვა, ფასილიტაცია და ტექნოლოგიები.
ვისწავლეთ ონლაინ კითხვარის შექმნა და ბლოგზე დამატება,
შესვენების შემდეგ გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს და გავაკეთეთ რეფლექსია.
ქ-ნი ლალი თანიაშვილის პროექტი მეტად საინტერესოა და მეტყველებაში დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებს ეხება, რაც აქტუალური  პრობლემაა დღეს,
ქ-ნი მაია შაღაშვილის პროექტი ეხება განათლების საკითხებს ძველად და ახლა, რაშიც განხილულია განათლების მიღების ხერხები ძველ ეპოქაში, ეგვიპტეში, ერნესანსის ეპოქასა და თანამედროვე ეპოქაში, საინტერესოა ძალიან და კარგად არის გადმოცემული -დასმული განათლების პრობლემები.
ქ-ნი ჟუჟუნა არაგვიშვილის თემაა უკეთ როგორ ვთქვა ჩემი სათქმელი, სადაც გადმოცემულია  ამინდის პროგნოზის გადმოცემა სხვადასხვა ფორმატით.
მაყვალა მღებრიშვილის თემა ეხება ფასდაკლებების პროცენტულად გამოთვლას სხვადასხვა მაღაზიების და სუპერმარკეტების მაგალითებზე. აქტუალური და ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოსაყენებელი საკითხია.
ანა მეგუთნიშვილის თემა ეხებოდა გერმანელ ტურისტებსა და სტუმრებთან ურთიერთობას, სადაც მოსწავლეები გამოიჩენდნენ თავს მათთან საკომუნიკაციო ენის ცოდნაში, ამით გაუმჯობესდება მათი სწავლების ხარისხი და ინტერესი გერმანული ენის მიმართ.
ლია ჩაგელიშვილის პროექტის თემაა ამინდი, რომელმაც შეცვალა ისტორიული დრო.
ისტორიულ დროშ მოიაზრება ადამიანის ნამოქმედარი, ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ისტორიული დროის შექმნაში. აქტუალური თემაა, ვინაიდან ეხება 13 ივნისის თემას და სვამენ კითხვებს იმის შესახებ, როგორ მოხდა ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტორების შექმნა, სარეკომენდაციო ბუკლეტებით მოხდება მოსახლეობის ინფორმირება კატასტროფების გამომწვევ მიზეზებზე.
მედეა ნაცვალაძის პროექტი ეხება გაუცხოება მამასა და შვილს შორის ყაზბეგის ხევისბერი გოჩას მიხედვით.რადგან დღევანდელ დღესაც ძალიან აქტუალური პრობლემაა მამებისა და შვილების ურთიერთობა და ოჯახში არსებული პრობლემები აშორებს მათ ერთმანეთს.ამ პროექტით მოხდება მოსწავლეებში და მშობლებში ჩატეხილი ხიდის აღდგენის მცდელობა, რაც უკვე ძალიან დადებითი და წინ გადადგმული ნაბიჯია.
მაია ღლონტის თემა ეხება მომსახურეობის გაწევას თბილისი მოლში ინგლისურ ენაზე, ასევე მოყვანილია მაგალითები მომსახურეობის სფეროდან საზღვარგარეთის ქვეყნებში, შედარებულია ქართულ მომსახურეობას და ბავშები ცალკე ამუშავებენ თემატურად მაღაზიებში გამოსაყენებელ ტერმინებს და ფრაზებს,ჯგუფები ივლიან მოლში და გაივლიან პრაქტიკას უცხოელებისთვის მომსახურეობის გაწევის მიზნით, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას.
დალი ერაძის თემაა  განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება, სტრიქონი გალაქტიონის ლექსიდან, საკითხი ეხება პაოლო იაშვილისა და გალაქტიონის ტრაგედიის მოტივაციას და გამოკვეთილია პრობლემა, არის თუ არა გალაქტიონის სტრიქონი საყოველთაო გულისტკივილის გამოხატულება.
დიანა გრატიაშვილის თემაა თანამედროვე თბილისური აქრიტექტურის პრობლემა, ესთეტიკის თვალსაზრისით, როგორ შეიცვალა მისი იერსახე, როგორ ეხამება ლანდშაფტს თანამედროვე ნაგებობები და როგორ ეხამებოდა ადრე.

ძალიან დიდი ცოდნა მივიღე ამ ტრენინგებზე.უღრმესი მადლობა ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს, რომ არ დაზოგა თავი და ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნიდა ყველაფერს, გვიმეორებდა რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა.

вторник, 12 июля 2016 г.

ტრენინგის დასაწყისში წავიკითხეთ პროცედურები, რაც სახლში დავწერეთ და მოიცავდა პროექტის მსვლელობას, ჩავასწორეთ ტრენინგზე პროცედურები და შევიმუშავეთ საბოლოო ვარიანტი,პორტფოლიოს რუბრიკის მიხედვით შევამოწმეთ ჩვენი პროცედურები, რომლის წერის დროსაც მივაქციეთ ყურადღება მიზნების აქტივობებს, 21 საუკუნის უნარებისთვის საჭირო აქტივობებს, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და შეფასებისა  და დიფერენცირებისთვის საჭირო აქტივობებს. საშინაო ადვალება გვაქვს რომ გადავხედოპთ რესურსებში ფასილიტაციის პუნქტები და წავიკითხოთ 7 მოდული.

понедельник, 11 июля 2016 г.

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გახსენება-გამეორებით. შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების გაკეთება -დამატება და ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო. გავიარეთ და გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და შევიმუშავეთ კითხვები რომლებიც დაგვეხმარება დავადგინოთ მოსწავლეებში რომელი ინტელექტია განვიტარებული. დავიწყეთ პროექტის მსვლელობის წერა, რისთვისაც ვიუვერში მოვძებნეთ შესაბამისი პროცედურების ამსახველი რესურსები და მათგან ავარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი.დავალება გვაქვს სახლში პროცედურების დაწვრილებით გაწერა, რაშიც დაგვეხმარება პროექტის გეგმაში გაკეთებული ჩანაწერები და თანმიმდევრობა.



четверг, 7 июля 2016 г.

ტრენინგი დავიწყეთ საშნაო დავალ;ების გამოკითხვით, დასაწერი გვქონდა რჩევები და რეკომენდაციები, დასკვნა და გამოყენებულ ილიტერატურა,
თუ გვინდა რომ ბლოგზე ჩავაშენო პრეზენტაცია გუგლიდან ამ დოკუმენტს უნდა ქონდეს გუგლში დარედაქტირებული ფორმა ანუ კვადრატი უნდა ეხატოს და არა P ან W.......
ვისწავლეთ ჩაშენება პრეზენტაციის მენიუ ფაილიდან-გავხსნით publish web-size-small-publish-დავაკოპირებთ კოდს. შემდეგ გავხსნით ბლოგს-ახალ პოსტს-ავირჩევთ html-ს, ვსვავთ კოდს და ვაწვებით ისევ ახალ პოსტს(COMPOSE).
ასევე ვისწავლეთ youtube - დან ვიდეოს ჩასმა იმავე პრინციპით. ძალიან საინტერესოა და აუცილებელი ჩვენთვის.
დავუწერეთ ერთმანეთს კომენტარები გამოქვეყნებულ პრეზენტაციებზე და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
დავიწყეთ შეფასების რუბრიკაზე მუშაობა,გავაკეთეთ რუბრიკა მოსწავლის პრეზენტაციისთვის.დავაკონკრეტეთ შესაფასებელი კრიტერიუმები.

понедельник, 4 июля 2016 г.

დღევანდელი ტრენინგი დაიწყო დავალების გამოკითხვით, წავიკითხეთ მიზნების შესაბამისი აქტივობები, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზერბები, შევიტანეთ შენიშვნები.მივხვდი რომ დაწვრილებითი აქტივობები უნდა შევიტანო ჩემს აქტივობებში და კიდევ ბევრი მუშაობა მესაჭიროება.
შემდეგ გავხსენით power point - ი და გავაკეთეთ პრეზენტაცია,ჩავდექით მოსწავლის როლში, თავდაპირველად ჩავწერეთ სათაური , შემდეგ კი შესაბამისი თანმიმდევრობით ჩამოვაყალიბეთ ძირითადი საკითხები და აქტივობები.
ჩავწერეთ კონკრეტული ფაქტები ჩვენი პროექტის გარშემო და მოვიფიქრეთ გამოკითხვის ჩასატარებელი კითხვები.
ჩავსვით დიაგრამა რაც ძალიან მომეწონა და საინტერესო იყო ჩემტვის სიახლის კუთხით.
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება დასაწერად - რჩევები და რეკომენდაციები, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურა.
ავტვირთეთ პრეზენტაცია დრაივში და რედაქტირების რეჟიმში გადავიყვანეთ, ესაც ახალი იყო ჩემთვის და მიხარია რომ ვისწავლე.
ბოლოს მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა და ჩავსვით სურათები პრეზენტაციაში,
უნდა ვნახოთ სახლში მესამე მოდულის აქტივობა- საავტორო უფლებების შესახებ...

пятница, 1 июля 2016 г.

დღევანდელ ტრენინგზე სტანდარტში დავამატეთ 21 საუკუნის უნარებიდან ჩვენი პროექტის გეგმასთან შესაბამისი პუნქტები,და მოვიფიქრეთ შესაბამისი მიზნები. გადავედით მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე - შეფასებაზე. გვაქვს განმავითარებელი შეფასების 4 მიზანი და განმსაზღვრელის 1.მესამე აქტივობის ველში გავხსენით მოცემული ლინკი tpdc.ge - http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/strategies.html გვერდი.გავხსენით სტრატეგიები, შემდეგ კი პირველი პუნქტი - წინაერ ცოდნის, საჭიროების დადგენა და ყველა ის პუნქტი, რაც დაგვჭირდებოდა ჩვენი პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების შესაფასებლად.
ავირჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები და ჩავსვით პროექტში და განვმარტეთ რომელი მეთოდი რის მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს.
მოვიფიქრეთ და შევადგინეთ პირველი მეთოდის შესაბამისი გრაფიკული გამოსახულება.
ტრენერის ქალბატონი მანანას ბლოგიდან გადავედით მონაწილეთა ბლოგებზე და დავუკომენტარეთ ერთმანეთს. ფვიქრობ კარგად გავიგე დღევანდელი ტრენინგი და შევასრულე ყველა მოცემული დავალება.
საშნაო ადვალება გვაქვს თითოეული მიზნის შესაბამისი აქტივობების დაწერა,.
მომეწონა ჩეკლისტის შექმნის პროცესი, რომელიც დამოუკიდებლად შევასრულე, ასევე ზოგადად ბლოგზე და დრაივზე მუშაობა ვფიქრობ რომ ჩემთვის განსაკუთრებულია, წერის დროს გადმოვცემ ჩემს უნარებს, იმას, რაც თუნდაც არ შემიძლია ზეპირად რომ გადმოვცე. მიყვარს და მომწონს ქსელში მუშაობა, როგორც ტექსტურ რედაქტორში ასევე ბლოგზე.